ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სელფის თამაშების ერთი ცდა?

ჩვენი თამაშების ერთი ცდის ღირებულებაა 1 ₾.

თუ თამაშთან ერთად, სხვა ინტერნეტ პაკეტითაც ვსარგებლობ, რომელი გაიხარჯება პირველად?

პირველად გაიხარჯება თამაშიდან დარიცხული მეგაბაიტები, ხოლო შემდეგ სხვა პაკეტიდან მიღებული ინტერნეტი.

არსებობს თუ არა თამაშებში მეგაბაიტების და წუთების დაგროვების ლიმიტი?

ჩვენს თამაშებში ასეთი ლიმიტი არ არსებობს, მეგაბაიტების და წუთების რაოდენობის დაგროვება მთლიანად დამოკიდებულია შენი თამაშის უნარებზე და შესაძლებლობებზე.

რამდენი დღის განმავლობაში შემიძლია დარიცხული მეგაბაიტების გამოყენება?

თამაშის შემდეგ დარიცხული მეგაბაიტების გამოყენების ვადაა 30 დღე.

სად შემიძლია შევამოწმო მოგებული მეგაბაიტების და წუთების რაოდენობა?

მოგებული მეგაბაიტების და წუთების რაოდენობის შემოწმება შეგიძლია სელფის აპლიკაციის მთავარ გვერდზე, "თამაშის ბონუსის" გრაფაში.

შეუძლიათ თუ არა სხვა ქსელების აბონენტებს თამაშით სარგებლობა?

თამაშებით სარგებლობა და ინტერნეტ პაკეტების დაგროვება მხოლოდ სელფის ქსელის აბონენტებისთვისაა შესაძლებელი.

ერთჯერადი ვერიფიკაციის ფარგლებში, რამდენჯერ შემიძლია ვითამაშო?

ერთჯერადი ვერიფიკაციის შემდეგ, შესაძლებლობა გაქვს ითამაშო 3-ჯერ, რის შემდეგადაც ვერიფიკაციის გავლა თავიდან მოგიწევს.

როგორ უნდა მოვიქცე თუ ერთი ლარი ჩამომეჭრა, თუმცა არ მომეცა თამაშის საშუალება?

აღნიშნული პრობლემა ძირითადად ინტერნეტის ქსელის კავშირთან ან მოწყობილობის გაუმართავ მუშაობასთან არის დაკავშირებული. დახმარებისთვის გთხოვ გამოიყენო "კონტაქტის" მოდული.

ანგარიშზე არ მაქვს საკმარისი თანხა, შევძლებ თამაშს?

თუ ანგარიშზე არ გაქვს საკმარისი თანხა, თამაში ავტომატურად გადაგამისამართებს ბალანსის შევსების გვერდზე - შევსების შემდეგ შეგიძლია გააგრძელო თამაში.

გარდა პორტალისა, სად შემიძლია ვნახო სელფის თამაშების ჩამონათვალი?

გარდა პორტალისა თამაშების სია შეგიძლია ნახო სელფის აპლიკაციის მთავარ მენიუში.